სტუდენტებმა წარმოადგინეს სამონასტრო კომპლექსისა და
ზრუნვამოკლებულ ბავშვთა და მოხუცთა ჰარმონიული ურთიერთობისთვის
განკუთვნილი სივრცის პროექტის გეგმა და მაკეტი. მათ დამაჯერებლად
ახსნეს პროექტის აქტუალურობა და დამსწრეთ გააცნეს გეგმის თითოეული
ნიუანსი. საბაკალავრო ნაშრომების შემფასებელმა კომისიამ, რომელსაც
თავმჯდომარეობდა საეკლესიო არქიტექტურის
(ხუროთმოძღვრების) მიმართულების ხელმძღვანელი, დეკანოზი ბესარიონ
მენაბდე, მოიწონა ეს სიახლე, რაც ბევრ მოზარდსა და ხანდაზმულს
გაულამაზებს ცხოვრებას, ხოლო ნაშრომის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა
მედეა მელქაძემ აღნიშნა, რომ მოზარდთა და ხანდაზმულთა ამგვარი
თანაცხოვრების იდეა სრულიად ახალია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ
მსოფლიო მასშტაბით.
საბაკალავრო ნაშრომს აფასებდა კომისია შემდეგი შემადგენლობით:
საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და
მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის დეკანი,
დეკანოზი იოსებ ვანიძე, გეოლოგიის დოქტორი, პროფესორი
მურად ტყემალაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გვანცა
კოპლატაძე და არქიტექტურის დოქტორი ნიკოლოზ აბაშიძე. კომისიამ
უმაღლესი ქულით შეაფასა სტუდენტთა ნამუშევრები. იოანე ლორთქიფანიძესა
და გიორგი ჭყოიძეს მიენიჭათ არქიტექტურის ბაკალავრის
აკადემიური ხარისხი.
სადიპლომო ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ სასწავლებლის
პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.






