საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გრძელდება

2025 წლის 26 ივნისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა  საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) საბაკალავრო პროგრამის  კურსდამთავრებულთა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა. შემფასებელი კომისიის წინაშე წარდგნენ იოანე ლორთქიფანიძე და გიორგი ჭყოიძე, რომელთაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ერთობლივი სადიპლომო ნაშრომი. ნაშრომის პირველი - სამონასტრო ნაწილი იყო „სამონასტრო კომპლექსი ძალაანთ ხევში“, ხოლო მეორე - საერო ნაწილი - „ზრუნვამოკლებულ ბავშვთა და მოხუცთა ურთიერთობის ჰარმონიზაციის სამყარო“. ხელმძღვანელები: არქიტექტურის დოქტორი მედეა მელქაძე და არქიტექტურის მაგისტრი ნანა აბრამია.
სტუდენტებმა წარმოადგინეს სამონასტრო კომპლექსისა და ზრუნვამოკლებულ ბავშვთა და მოხუცთა ჰარმონიული ურთიერთობისთვის განკუთვნილი სივრცის პროექტის გეგმა და მაკეტი. მათ დამაჯერებლად ახსნეს პროექტის აქტუალურობა და დამსწრეთ გააცნეს გეგმის თითოეული ნიუანსი. საბაკალავრო ნაშრომების შემფასებელმა კომისიამ, რომელსაც თავმჯდომარეობდა საეკლესიო   არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) მიმართულების ხელმძღვანელი, დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, მოიწონა ეს სიახლე, რაც ბევრ მოზარდსა და ხანდაზმულს გაულამაზებს ცხოვრებას, ხოლო ნაშრომის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მედეა მელქაძემ აღნიშნა, რომ მოზარდთა და ხანდაზმულთა ამგვარი თანაცხოვრების იდეა სრულიად ახალია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიო მასშტაბით.
საბაკალავრო ნაშრომს აფასებდა კომისია შემდეგი შემადგენლობით: საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის   დეკანი, დეკანოზი  იოსებ  ვანიძე, გეოლოგიის დოქტორი, პროფესორი მურად ტყემალაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გვანცა კოპლატაძე და არქიტექტურის დოქტორი ნიკოლოზ აბაშიძე. კომისიამ უმაღლესი ქულით შეაფასა სტუდენტთა ნამუშევრები. იოანე ლორთქიფანიძესა და გიორგი ჭყოიძეს მიენიჭათ არქიტექტურის ბაკალავრის   აკადემიური ხარისხი. 
სადიპლომო ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
alt alt
alt alt 
alt



26.06.2025

FaceBook გვერდი