თბილისის მერიისა და საკრებულოს ინიციატივითა და დაფინანსებით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისის ბავშვთა და ახალგაზრდული ფოლკლორული გუნდების ფესტივალი.
21 ივნისს, ფესტივალის დასკვნით საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თბილისის სასულიერო აკადემიის მგალობელთა გუნდმა. ხელმძღვანელი - ლექსო გრემელაშვილი. სიხარულით გაცნობებთ, რომ აკადემიის მგალობელთა გუნდმა დაიმსახურა ჟიურის საპატიო პრიზი ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
აკადემიის მგალობელთა გუნდს ვულოცავთ მორიგ წარმატებას და ნაყოფიერ შემოქმედებით ცხოვრებას ვუსურვებთ!