2025 წლის 23 და 25 ივნისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტთა საბაკალავრო ნაშრომების დაიცვა გაიმართა.
ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომების დაცვის კომისიას თავმჯდომარეობდა ქრისტიანული ფსიქოლოგიის კათედრის გამგე, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი სალომე საბიაშვილი; წევრები გახლდათ: სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ლელა ტყეშელაშვილი (მოწვეული პედაგოგი); ფსიქოლოგიის დოქტორი ლანა სულხანიშვილი (მოწვეული პედაგოგი); ფსიქოლოგიის მაგისტრი ნათია ფრუიძე (მოწვეული პედაგოგი).
23 ივნისს საბაკალავრო ნაშრომების დაცვის კომისიის წინაშე წარდგნენ:
მირზა ასანიძე თემით - ,,საშუალო ასაკის ადამიანებში მიღწევის მოტივაციის კვლევა შფოთვასა და თვითშეფასებასთან მიმართებით“. თემის ხელმძღვანელი: ფსიქოლოგიის მაგისტრი გვანცა გუგეშაშვილი. რეცენზენტი: ფსიქოლოგიის მაგისტრი სოფიკო გოგოჩაშვილი.
ჟასმინ ლომიძე თემით - ,,ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ფსიქო-სოციალური ფაქტორები“. თემის ხელმძღვანელი: ფსიქოლოგიის დოქტორი ლანა სულხანიშვილი. რეცენზენტი: სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ირმა ხურცია.
ქეთევან მაზანაშვილი თემით - ,,უმცროსი და საშუალო სასკოლო ასაკის მოსწავლეების ფსიქო-სოციალური განვითარება“. თემის ხელმძღვანელი: ფსიქოლოგიის მაგისტრი გვანცა გუგეშაშვილი. რეცენზენტი: ფსიქოლოგიის დოქტორი ლანა სულხანიშვილი.
სოფიკო ჩხაიძე თემით - ,,ცხოვრების საზრისისა და სტრესულ მოვლენებს შორის კავშირის კვლევა“. თემის ხელმძღვანელი: ფსიქოლოგიის დოქტორი ლანა სულხანიშვილი. რეცენზენტი: ფსიქოლოგიის მაგისტრი სოფიკო გოგოჩაშვილი.
ნიკოლოზ ჭუჭულაშვილი, მარიამ გვასალია თემით - ,,დროის პერსპექტივა და მისი გავლენა ადამიანის ქცევაზე“. თემის ხელმძღვანელი: ფსიქოლოგიის დოქტორი ლანა სულხანიშვილი. რეცენზენტი: ფსიქოლოგიის მაგისტრი სოფიკო გოგოჩაშვილი.
ნინო მუმლაძე თემით - ,,საზოგადოების ცნობიერების კვლევა ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ მოსწავლეებში“. თემის ხელმძღვანელი: სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი სალომე საბიაშვილი. რეცენზენტი: ფსიქოლოგიის მაგისტრი გვანცა გუგეშაშვილი.
მარიამ ჯორჯაძე თემით - ,,კუჭ-ნაწლავის დაავადებათა ფსიქოსომატური ასპექტები“. თემის ხელმძღვანელი: სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი სალომე საბიაშვილი. რეცენზენტი: სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ლელა ტყეშელაშვილი.
25 ივნისს საბაკალავრო ნაშრომების დაცვის კომისიის წინაშე წარდგნენ:
გიორგი გეგიძე თემით - ,,პიროვნების სტრუქტურა ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და სიღრმის ფსიქოლოგიის თვალსაზრისით“. თემის ხელმძღვანელი: ფსიქოლოგიის დოქტორი ლანა სულხანიშვილი. რეცენზენტი: სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი სალომე საბიაშვილი.
თეკლე გვაზავა თემით - ,,თვითშეფასების როლი სწავლის მოტივაციის ამაღლებაში“. თემის ხელმძღვანელი: ფსიქოლოგიის დოქტორი ლანა სულხანიშვილი. რეცენზენტი: სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ლელა ტყეშელაშვილი.
ანნა ვანიშვილი თემით - ,,სიზმარეული ჩვენებები ქრისტიანული ფსიქოლოგიის თვალსაზრისით“. თემის ხელმძღვანელი: ფსიქოლოგიის დოქტორი ლანა სულხანიშვილი. რეცენზენტი: ფსიქოლოგიის მაგისტრი გვანცა გუგეშაშვილი.
ნიკოლოზ კანდელაკი თემით - ,,ოჯახური ძალადობისა და კონფლიქტების გამომწვევი ფსიქო-სოციალური მახასიათებლები“. თემის ხელმძღვანელი: ფსიქოლოგიის დოქტორი ლანა სულხანიშვილი. რეცენზენტი: სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი სალომე საბიაშვილი.
შორენა მენთეშაშვილი თემით - ,,ქალის ფსიქო-სოციალური ტრავმა ორსულობის უნებლიედ შეწყვეტის შედეგად“. თემის ხელმძღვანელი: ფსიქოლოგიის დოქტორი ლანა სულხანიშვილი. რეცენზენტი: ფსიქოლოგიის მაგისტრი გვანცა გუგეშაშვილი.
რუსუდან მესხი თემით - ,,ბავშვთა და მოზარდთა შორის ძალადობის პრევენციის მიზნით ეკლესიური ცნობიერებისა და აღზრდის ფსიქოლოგიური მნიშვნელობა“. თემის ხელმძღვანელი: ფსიქოლოგიის დოქტორი ლანა სულხანიშვილი. რეცენზენტი: ფსიქოლოგიის მაგისტრი გვანცა გუგეშაშვილი.
ნინო ღლონტი თემით - ,,ზღაპრები და მათი როლი ბავშვის განვითარებაში“. თემის ხელმძღვანელი: ფსიქოლოგიის დოქტორი ლანა სულხანიშვილი. რეცენზენტი: სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ლელა ტყეშელაშვილი.
გიორგი ცქიფურიშვილი თემით - ,,ქორწინების საიდუმლო ქრისტიანული ფსიქოლოგიის თვალსაზრისით“. თემის ხელმძღვანელი: ფსიქოლოგიის დოქტორი ლანა სულხანიშვილი. რეცენზენტი: სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი სალომე საბიაშვილი.
საბაკალავრო ნაშრომების შემფასებელი კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს დიპლომანტების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები და თითოეულ მათგანს მიენიჭა ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.