ღონისძიება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მართავს ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას: „პრიმატობისა და სინოდალობის საკითხი და პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება“.
ღონისძიების ფარგლებში ჩვენს სასწავლებელს სტუმრობენ თეოლოგები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
დღეს საჯარო ლექცია წაიკითხა ორმა სტუმარმა: ბერძენმა თეოლოგმა, პროფესორმა  ალექსანდროს კაციარასმა და შვედმა პროფესორმა, სტოკჰოლმის წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა მიქაელ ჰიალმმა.
პროფესორ ალექსანდროს კაციარასს მიღებული აქვს თეოლოგიური, ფილოლოგიური და ფსიქოლოგიური განათლება. იგი ხელმძღვანელობს საბერძნეთის ეკლესიის რადიოარხს და საბერძნეთის ეკლესიის სამეცნიერო ჟურნალ „თეოლოგიის“ შემდგენელ-რედაქტორია. მან წაიკითხა ლექცია თემაზე: „ეკლესიის არსსა და ინდენტობასთან მიახლოება“.
ლექციის დასასრულს ალექსანდროს კაციარასმა სასულიერო აკადემიასა და სემინარიას საჩუქრად გადასცა მარო ვამვუნაკის თანაავტორობით გამოცემული ბერძნულენოვანი წიგნი „როდესაც ღმერთი კვდება“.
თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მიქაელ ჰიალმის სალექციო თემა იყო „გრიგოლ ღვთისმეტყველი და სამი მიწისძვრა“.  
ლექციები კითხვა-პასუხითა და სტუდენტებთან გულთბილი საუბრით დამთავრდა.
altalt
altalt
30.05.2025

FaceBook გვერდი