კონფერენციის მონაწილეებს მასპინძლობდა ყოველთა წმინდანთა
სახელობის მარტყოფის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ელისე
აბრამიშვილი. ორ საათზე მონასტრის საკონფერენციო დარბაზში
მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ საზეიმოდ გახსნა წმინდა ასურელი
მამებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. იგალობა სემინარიის
მგალობელთა გუნდმა. მათმა შესრულებამ განსაკუთრებული ემოციური მუხტი
შესძინა ღონისძიებას. მამა ელისემ დალოცა და წარმატებები უსურვა
კონფერენციის მონაწილეებს, სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ თბილისის სასულიერო
აკადემიისა და სემინარიის პედაგოგები: 1. ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან
მამასახლისი - ასურელ მამათა ღვაწლი;
2. თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია - ბიბლიურ და
პატრისტიკულ წყაროებში დაცული ცნობები ჯოჯოხეთის ადგილსამყოფლის
შესახებ;
3. თეოლოგიის მაგისტრი გიორგი თოდუა - ერთი ძველაღთქმისეული
დამოწმების -„იაკობი შევიყვარე, ხოლო ესავი მოვიძულე“ (მალქ. 1.2/რომ.
9.13) - სულიერი განმარტებანი;
4. თეოლოგიის მაგისტრი რეზო მუჯირიშვილი - წმინდა წერილისეული
სწავლება სჯულისა და მისი რაობის შესახებ;
5. თეოლოგიის მაგისტრი, მღვდელი გიორგი ვაშალომიძე - „საიდუმლო
სერობისა“ და იესო ქრისტეს ჯვარცმის იკონოგრაფია და მისი
საღვთისმეტყველო-სახისმეტყველებითი ასპექტები;
გაიმართა საინტერესო დისკუსია. მსჯელობდნენ, საგულისხმო
მოსაზრებებს გამოთქვამდნენ სტუდენტებიც. კონფერენციის შემდეგ გაიმართა
ტრაპეზი. შებინდებამდე ისმოდა გალობა და ხალხური სიმღერა.









