სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

8 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, მიმდინარე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა  სექციური მუშაობა თეოლოგიის, ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და რელიგიათმცოდნეობის მიმართულებით.  სტუდენტთა მიერ გაწეული სამეცნიერო მუშაობა შეაფასეს პედაგოგებმა. სტუდენტებმა ამომწურავად უპასუხეს აუდიტორიის დასმულ შეკითხვებს. გაიმართა დისკუსია.
ქვემოთ იხილეთ სექციური მუშაობის პროგრამა:
 
                                                            თეოლოგია
სხდომის თავმჯდომარე - სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ლაშა ბზუკაშვილი
1.  ლევან სონღულაშვილი (სასულიერო სემინარია, II კურსი) - პირველმშობელთა ცოდვა და პირადი პასუხისმგებლობა ბიბლიური კონტექსტის მიხედვით; ხელმძღვანელი - თეოლოგიის მაგისტრი რეზო მუჯირიშვილი
2. ლევან სალიაშვილი (სასულიერო სემინარია, II კურსი) - ახალი მოციქულის შერჩევის პრინციპები „საქმე მოციქულთას“ (1. 21-26) მიხედვით; ხელმძღვანელი - თეოლოგიის მაგისტრი გიორგი თოდუა
3. მირანდა ჭიაბერაშვილი (ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი,  II კურსი) - პიროვნების მეტამორფოზისი და შინაგანი მდგომარეობის ცვლილება; ხელმძღვანელი - თეოლოგიის მაგისტრი რევაზ მუჯირიშვილი
 
                                                      ისტორია
სხდომის თავმჯდომარე - სასულიერო სემინარიის III კურსის სტუდენტი ბაჩანა აბურჯანია
1.​ლევან სალიაშვილი (სასულიერო სემინარია, II კურსი)  - კათალიკოსი ამბროსი - სიძველეთა მკვლევარი; ხელმძღვანელი - ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
2.​ბაჩანა აბურჯანია (სასულიერო სემინარია, III კურსი) – ტყვეთა სყიდვის პრობლემები ჟან შარდენის ჩანაწერებში; ხელმძღვანელი - ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
3.​მონაზონი ემანუელი (კეკელია) (სასულიერო სემინარია, II კურსი) - კათოლიკოს-პატრიარქი წმინდა ამბროსი ხელაია და ბოლშევიკური ხელისუფლება; ხელმძღვანელი - ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
4.​ლევან სონღულაშვილი (სასულიერო სემინარია, II კურსი) - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბოლშევიკური ოკუპაციის პირველ წლებში (1921-1922); ხელმძღვანელი - ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
 
 
                                                   ლიტერატურა
სხდომის თავმჯდომარე - სასულიერო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტი ლუკა მღებრიშვილი
1.​ფოტინე გუნია (ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, I კურსი) – „მარტვილობა არესი, პრომოსი და ელიასი“; ხელმძღვანელი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლელა ხაჩიძე
2.​მირანდა ჭიაბერაშვილი (ქრისტ. ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, II კურსი) - ასურელ მამათა ღვაწლი; ხელმძღვანელი - ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან მამასახლისი
3.​ლუკა მღებრიშვილი (სასულიერო აკადემია, I კურსი) - განათლების საკითხი ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკაში; ხელმძღვანელი - ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა კალანდარიშვილი
 
                                    ხელოვნება და რელიგიათმცოდნეობა
სხდომის თავმჯდომარე - ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი გიორგი გეგიძე
1.​ლაზარე ჯინჭარაძე ( ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, I კურსი) - წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელთან დაკავშირებული ხატები; ხელმძღვანელები: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელდარ ბუბულაშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა ბურჭულაძე
2.​გვანცა ჯავაშვილი (ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, I კურსი) - ქართული საკრავები და მრავალხმიანობა; ხელმძღვანელი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლელა ხაჩიძე
3.​ლუკა ხვედელიძე (სასულიერო სემინარია, II კურსი) - იესო ქრისტეს პიროვნება გნოსტიკურ და ნეოგნოსტიკურ რელიგიებში; ხელმძღვანელი - თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი თეიმურაზ თათარიშვილი
4.​გიორგი გეგიძე (ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, IV კურსი) - პავლიკიანელთა ერესი და საქართველო; ხელმძღვანელი - თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი თეიმურაზ თათარიშვილი
08.05.2025

FaceBook გვერდი