ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია

თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გრძელდება პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია. 1 და 2 მაისს, კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა სექციური მუშაობა. იგი წარმომადგენლობითი ხასიათის იყო და მასში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ყველა კათედრის პროფესორ-მასწავლებლებმა.
გთავაზობთ 1 და 2 მაისის სექციური მუშაობის პროგრამას:
 
                                                          1 მაისი
თეოლოგია
სხდომის თავმჯდომარე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
გვანცა კოპლატაძე
1. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გვანცა კოპლატაძე
- ფოტიოსის საყოველთაო ეპისტოლე
2. დოქტორანტი გიორგი გვასალია - მაცხოვრის იგავი ვენახის მუშაკებზე
და ისტორიული იუდაური კონტექსტი
3. თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია, თეოლოგიის მაგისტრი
ნუგზარ სამხარაძე - პირველმშობელთა ტყავის სამოსის რაობის
საეკლესიო ეგზეგეტიკა
 
ისტორია
 
სხდომის თავმჯდომარე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ელდარ ბუბულაშვილი
1. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელდარ ბუბულაშვილი -
რაფიელ ივანიცკი-ინგილოს კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა
იტალიაში
2. თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი -
აქამდე უცნობი ქართველთა სამონასტრო სავანე უცხოეთში
3. ისტორიის დოქტორი ნინო თომაძე - დავით VII ულუს პორტრეტისათვის
4. დოქტორანტი გრიგოლ ბენდელიანი - საეკლესიო საგანმანათლებლო
კერების ისტორია
 
ძველი ქართული ლიტერატურა
 
სხდომის თავმჯდომარე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მედეა (მარიამ)
ღლონტი
1. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ხვთისო ზარიძე - სერაპიონ
ზარზმელის ცხოვრების იგავი
2. ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან მამასახლისი - საბაწმინდის
მწიგნობრული კერა და მარტვირი მონაზვნის „სინანულისათუის და
სიმდაბლისა“
4. ფილოლოგიის დოქტორი ასმათ ჯიქია - „ქართლის ცხოვრების“
ზოგიერთი „დაფარულის“ გაცხადებისათვის „გრიგოლ ხანცთელის
ცხოვრებაში“
5. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მედეა (მარიამ) ღლონტი -
სულხან-საბა ორბელიანის ეგზეგეტიკური ნააზრევისათვის (ძვ. ქართ.:
თანამოსახელე და სახელმოდგამი)
 
ხელოვნებათმცოდნეობა
 
სხდომის თავმჯდომარე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა ბურჭულაძე
1. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა ბურჭულაძე - ანჩის მაცხოვრის
ხატის იკონოგრაფიისათვის
2. გეოლოგიის დოქტორი, პროფესორი მურად ტყემალაძე - ხატწერა
ღვთისმეტყველების ფერებში
                                                                2 მაისი
 
საეკლესიო სამართალი და ლიტურგიკა
 
სხდომის თავმჯდომარე - დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი
1. დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი - ნიკეის პირველი მსოფლიო
საეკლესიო კრების განჩინება ე.წ. „კათარების“ შეწყნარებაზე
2. დოქტორანტი ირაკლი გუნიავა - ეკლესიის ქონებრივი უფლებები
საქართველოს ეკლესიის ადგილობრივი კრებების კანონთა მიხედვით
3. დოქტორანტი დეკანოზი დავით ჭიღლაძე - ღამისთევის მსახურების
ასამაღლებელი შიომღვიმის ტიპიკონის მიხედვით
 
ენა და ლიტერატურა
 
სხდომის თავმჯდომარე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკად.
ავთანდილ არაბული
1. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკად. ავთანდილ არაბული -
ძველი ქართული ენის ფონეტიკა და „ვეფხისტყაოსანი“
2. ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა კალანდარიშვილი - რწმენის საკითხი
ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში
3. ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა ნიშნიანიძე - ჰაგიოგრაფიის შესწავლის თანამედროვე მიდგომები
 
ფილოსოფია და ფსიქოლოგია
 
სხდომის თავმჯდომარე - თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ
ბუაძე
1. სოციალური მეცნიერებების დოქტორი ირმა ხურცია - ფსიქიკური
არაცნობიერის ცნება დიმიტრი უზნაძის განწყობის ზოგადფსიქოლოგიური
თეორიის მიხედვით
2. ფილოსოფიის დოქტორი ელენე შუბლაძე - ეკლესიის მამები ადამიანის
ბუნების შესახებ ჟან-კლოდ ლარშეს მიხედვით
3. თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ ბუაძე - ბოროტების გაგება
„ოიდიპოს მეფეში“, „ვეფხისტყაოსანსა“ და დანტეს „ღვთაებრივ კომედიაში“
კონფერენცია მუშაობას განაახლებს 7 და 8 მაისს. მსმენელთა წინაშე საინტერესო სამეცნიერო თემატიკით სტუდენტები წარდგებიან.
02.05.2025

FaceBook გვერდი