Erasmus+
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს ,,Erasmus+"-ის პირველი აქტივობის ფარგლებში, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მობილობებს პარტნიორ უნივერსიტეტებში.
 
Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
 
სტუდენტთა მობილობა - ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტთა გაცვლა 
 
პერსონალის მობილობა
სწავლების მიზნით: ამ აქტივობის ფარგლებში აკადემიურ პერსონალს საშუალება ეძლევა ასწავლოს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
მომზადება-გადამზადების მიზნით: აღნიშნული აქტივობის მიზანია თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა პარტნიორ უნივერსიტეტში ტრენინგის (კონფერენციების გარდა) ან სამუშაოზე დაკვირვების (job shadowing) შესაძლებლობების შექმნით.
გაცვლითი პროგრამების საკონკურსო პირობებისა და ვადების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად განთავსდება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ვებ გვერდზე და გავრცელდება ელ. ფოსტის მეშვეობით.
 
საკონტაქტო ინფორმაცია
 
Erasmus+ კოორდინატორი 
ელისაბედ აბულაძე
სიონის ქ. 13/40, თბილისი 0105, საქართველო
ტელ.: (+995 32) 2 144 072
ელ-ფოსტა: Elizabeth_abuladze@academia.edu.ge
ვებგვერდი: www.tsas.ge