28 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ეკლესიის
ისტორიის, პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის ინიციატივით,
ყოველკვირეული სამეცნიერო მოხსენებების ფარგლებში, აკადემიის
ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტმა ვეფხო სუმბაძემ  (ხელმძღვანელი
- მამა საბა გელაშვილი)  წაიკითხა მოხსენება თემაზე:  „
მოღვაწეობითი გზა სრულყოფისაკენ და განღმრთობა (წმ. თეოდორე ედესელის
სწავლათა  მიხედვით).
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის პედაგოგები და სტუდენტები. მომხსენებელმა ამომწურავად
უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
