ანონსი

2023 წლის 20 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის პატრიარქად აღსაყდრების 46-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა.
დღის წესრიგი:
შესავალი სიტყვა: პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე - თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, ფილოლოგიის, თეოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
მომხსენებლები:
• მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ღვაწლი;
• სერგო ვარდოსანიძე - ისტორიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამოწვევები 1977-1990 წლებში;
• ედიშერ ჭელიძე - გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ღვაწლი ძველი ქართული ლიტურგიკული ძეგლების შესწავლის საქმეში.

გამომსვლელები:
• დეკანოზი ბიძინა გუნია - გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი;
• დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია - თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი;
• არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი - თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი;
• გვანცა კოპლატაძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
• ლელა ხაჩიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
18.12.2023

FaceBook გვერდი