მიმდინარე კონკურსი

 

მიმდინარე კონკურსი:
კონკურსი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის აკადემიური პერსონალისთვის ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიაში (პოლონეთი) ერასმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად


საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 20/08/2023 - 20/09/2023
ცხადდება კონკურსი თსას-ის აკადემიური პერსონალისთვის ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიაში (პოლონეთი) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად!

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია: თსას-ის აკადემიურ პერსონალს, რომელსაც მინიჭებული აქვს თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი და ფლობს ინგლისურ, რუსულ ან/და პოლონურ ენას.

მობილობის პერიოდი: 2023 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარი.
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (დამატებით 2 დღე მგზავრობისთვის)
სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:
1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია)
2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია)
3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

გაცვლით პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) უნდა გადმოაგზავნოს თსას-ის ელ-ფოსტაზე: tsas@academia.edu.ge მიმდინარე წლის 20 სექტემბრის 15:00 საათამდე!

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ა) ელექტრონული რეგისტრაცია ელ-ფოსტაზე: tsas@academia.edu.ge
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით თსას-ის ელ-ფოსტაზე: tsas@academia.edu.ge ან ტელეფონზე: 599 90 82 88

18.07.2023
ბეჭდვა