პროფ. ლეილა გეგუჩაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

ა.წ. 8 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართება პროფ. ლეილა გეგუჩაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. 
კონფერენციის მუშაობას მისასალმებელი სიტყვით გახსნის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
12:00 საათზე  გაიმართება პლენარული სხდომა. ხოლო 13.30 საათზე სტუდენტები  მუშაობას განაგრძობენ ისტორიის, ანთროპოლოგიისა და არქიტექტურის სექციებში. 
 
04.05.2023
ბეჭდვა