კიდევ ერთი პროფესიული გამოცდილება

 
2022 წლის ნოემბრიდან საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა  „დავითიანნი“ მასპინძლობდა არაფორმალური განათლების ტრენერთა მოსამზადებელ ორთვიან პრაქტიკულ და თეორიულ კურსს თეოლოგიაში.   მასში მონაწილეობდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება. 2023 წლის 8 თებერვალს „დავითიანნის“ იუბილეზე სტაჟიორებს გადაეცათ სერტიფიკატები. საიუბილეო საღამოზე მიწვეულნი იყვნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი  სასწავლო და ადმინისტრაციულ დარგში - დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე და  პედაგოგ-მასწავლებლები. საზეიმო ცერემონიის ბოლოს „დავითიანნის“ საიუბილეო ტორტიც გაიჭრა.
09.02.2023
ბეჭდვა