ანონსი

მეცნიერებათა პანევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული ჰაბი (Academia Europaea Tbilisi Knowledge Hub) 2023 წლის აპრილის ბოლო კვირას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართავს ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციას თემაზე „გელათის აკადემია - მისი  ეპოქა და მემკვიდრეობა“.
 
კონფერენციის მიზანია წარმოაჩინოს გელათის აკადემია როგორც ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი და, ამასთანავე, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მკვლევარების ჩართვას გელათის აკადემიასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის კვლევაში.
 
კონფერენციის თემატიკაა:
 
- ძველი ქართული ლიტერატურა
 
- შუა საუკუნეების სამონასტრო-სამწიგნობრო კერები
 
- ბიზანტიურ-ქართული ლიტერატურულ-ისტორიული ურთიერთობები
 
- ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი და
 
- ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევები.
 
სამუშაო ენა: ქართული.
 
რეგლამენტი: მოხსენება 20 წუთი, კითხვებისათვის 5 წუთი.
 
კონფერენციაზე წარმოდგენილი მასალები გამოქვეყნდება კრებულის სახით.
 
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 40 წლამდე მეცნიერებს, მსურველები უნდა ფლობდნენ მინიმუმ მაგისტრის ხარისხს.
 
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ  მოხსენებათა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა, მოხსენების სათაური და ანოტაცია (არაუმეტეს 300 სიტყვისა) 2023 წლის 10 თებერვლამდე ელექტრონულ მისამართზე: aeth@tsu.ge.
 
წერილის სათაურში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს „კონფერენცია „გელათის აკადემია“ და გამომგზავნის სახელი და გვარი.
 
შერჩეული მოხსენებების ავტორები ინფორმაციას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ მიიღებენ 2023 წლის 24 თებერვლამდე.
 
19.01.2023
ბეჭდვა