საიუბილეო დღეები

 
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, ილია II-ის დაბადებიდან 90-ე და აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავისადმი მიძღვნილი რიგით მეორე ღონისძიება თსასის საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის სივრცეში გაიმართა. სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის დეკანმა, დეკანოზმა იოსებ ვანიძემ. შესავალი სიტყვა ეკუთვნოდა თსასის საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) მიმართულების პედაგოგს, არქიტექტურის დოქტორს, პროფესორ მედეა მელქაძეს. აუდიტორიებში გამოფენილი იყო სასწავლებლის სხვადასხვა ფაკულტეტისა და მიმართულების სტუდენტთა ნამუშევრები - ხატები, ფერწერული ტილოები, სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების მქონე შენობათა მაკეტები, ხელნაკეთი ნივთები, თიხის ჭურჭელი, სამკაულები და სხვ. გამოფენამ დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიებაში მონაწილეობდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტთა გუნდი (გუნდის ხელმძღვანელი - ლექსო გრემელაშვილი). შესრულდა საგალობლები: „შენ ხარ ვენახი“ და ,,მრავალჟამიერი“. პატრიარქის მოღვაწეობისა და შემოქმედების შესახებ მოხსენებები წაიკითხეს სტუდენტებმა:
1. ჯუბა თომაძე, თბილისის სასულიერო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ღვაწლი საეპარქიო მმართველობის აღდგენა-განვითარებაში (ხელმძღვანელი - თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი)
2. ნინო წერეთელი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი - აბო თბილელის ტაძარი მეტეხის კლდის ძირში ქალაქგეგმარების თვალსაზრისით (ხელმძღვანელი - ხელოვნების ისტორიის დოქტორი ქეთევან აბაშიძე)
3. ქეთევან ზუბიაშვილი, ბექარ გიგიაშვილი, ირმა მაღრაძე, ავთანდილ მათიაშვილი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტები - პატრიარქის საერთაშორისო ავტორიტეტი და მშვიდობისმყოფელი მისია (ხელმძღვანელი - დიაკვანი გიორგი ჯანჯღავა)
4. ანანო ქარდავა, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი - კათოლიკოს- პატრიარქის მიერ დაარსებული საგანმანათლებლო ცენტრები (ხელმძღვანელი - დიაკვანი დიმიტრი დათუკიშვილი)
5. ნინო გელიაიძე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი - პატრიარქის შემოქმედება - ხატწერა (ხელმძღვანელი - თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგე რუსუდან ვაშალომიძე)
ნაჩვენები იყო პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფილმი - „პატრიარქობის ჯვარისმტვირთველი“ (რეჟისორი -გოგი თორაძე). ღონისძიების დასასრულს პატრიარქის საიუბილეო დღეების მონაწილეთა და სტუმრებს სიტყვით მიმართა თსასის პრორექტორმა სასწავლო-აღმზრდელობით დარგში, დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ. მან ვრცლად ისაუბრა პატრიარქის დამსახურებაზე ეკლესიისა და სახელმწიფოს წინაშე, დალოცა და გულითადი მადლობა გადაუხადა საიუბილეო დღეების მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას.
 
13.12.2022
ბეჭდვა