სტუმრობა ახალციხის სასულიერო სემინარიაში

 
17 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლიტურგიკის კათედრის  ხელმძღვანლის, არქიდიაკონ დემეტრეს (დავითაშვილი) თაოსნობით სემინარიის  მე-4 კურსის სტუდენტები  ახალციხის სასულიერო სემინარიის სტუდენტებს შეხვდნენ. თსას მჭიდროდ თანამშრომლობს  საქართველოში არსებულ  სასულიერო სასწავლებლებთან საგანმანათლებლო  თუ სულიერი გამოცდილების გაზიარების მიზნით.
ახალციხის სასულიერო სემინარია (საფარის მონასტერი), რომელის რექტორია მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), თავადაც ხშირადაა ინიციატორი ამგვარი საგანმანათლებლო შეხვედრებისა.  ამჯერადაც სასწავლებლის სამღვდელოებამ და  პედაგოგებმა  გულითადად უმასპინძლეს თბილისიდან ჩასულ სტუმრებს.  სტუდენტებმა დაათვალიერეს საფარის მონასტერი, თაყვანი სცეს იქ  დაცულ რელიქვიებსა და სიწმინდეებს.  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის  მამათა მონასტერში, წმინდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძარში სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთობლივი სავედრებელი  პარაკლისი გადაიხადეს. დღის ბოლოს გაიმართა ტრაპეზი, იყო აზრთა ურთიერთგაცვლა და სამომავლოდ  მეგობრული თუ საქმიანი შეხვედრების სურვილი.
ასეთი იყო ამ ორი  სასწავლებელის ურთიერთობის ისტორიის ამსახველი ერთი  საინტერესო, ემოციური და შინაარსიანი დღე.    
18.11.2022
ბეჭდვა