სამუშაო სემინარი

 
დღეს, 9 ნოემბერს, ბიბლეისტიკის კათედრის მიერ ორგანიზებულ სამუშაო სემინარზე მოხსენება წარმოადგინა სასულიერო სემინარიის მეორე კურსის სტუდენტმა გიორგი კოხოძემ. თემის სახელწოდება იყო - „ნათლისღების სახარებისეული ეპიზოდის (მთ. 3.13-17) განმარტება წმინდა იოანე ოქროპირის ზოგიერთი ჰომილიის მიხედვით“; ხელმძღვანელი - გიორგი თოდუა. მომხსენებელმა რამდენიმე ჰომილეტიკური ძეგლისა და ნათლისღების სახარებისეული ეპიზოდის(მთ. 3.13-17) განმარტებათა საფუძველზე განიხილა დიალოგი იესო ქრისტესა და იოანე ნათლისმცემელს შორის, მამაღმერთისეული დამოწმება ძე ღმერთზე და ა.შ. გიორგი კოხოძემ საინტერესოდ და ამომწურავად უპასუხა მსმენელთა შეკითხვებს.
 
09.11.2022
ბეჭდვა