ჩარგალში ვაჟა-ფშაველას ნაკვალევზე

ა/წ 31 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კურთხევით, სასულიერო აკადემიის III კურსის სტუდენტები თავიანთ პედაგოგებთან ერთად გაემგზავრნენ ჩარგალში, დიდი ქართველი პოეტის, ვაჟა-ფშაველას (ლუკა რაზიკაშვილი), მშობლიურ სოფელში. იდეის ავტორი გახლდათ საეკლესიო გალობის პედაგოგი ლაშა ზაალიშვილი.

ვაჟა-ფშაველას სახლ-კარისა და სახლ-მუზეუმის მონახულების შემდეგ ჯგუფმა ჩარგლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მოილოცა. აღსანიშნავია, რომ ამ ტაძარში მსახურობდა ვაჟა-ფშაველას მამა, მღვდელი პავლე რაზიკაშვილი. გადმოცემის თანახმად, ამავე ტაძრის დიაკონი ყოფილა, შემდგომში ცნობილი სახალხო მთქმელი, მიხა ხელაშვილი.

სტუდენტებისა და მათი პედაგოგებისთვის ემოციური და ძალზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჩარგალში მოგზაურობა. ვაჟას სამყაროსთან მიახლებამ სხვა ძალით გააცოცხლა პოეტის შემოქმედება. შებინდებამდე ისმოდა ჩარგალში ქართული საგალობელი და ვაჟას მქუხარე ლექსი.

31.10.2022
ბეჭდვა