თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ელექტრონული ბიბლიოთეკა

 
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლიოთეკის ბაზაზე შეიქმნა ელექტრონული წიგნების კატალოგი, სადაც განთავსებულია სასწავლო და კვლევითი საქმიანობისთვის აუცილებელი ელექტრონული რესურსები, როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. მასში შესულია თსას-ის ბიბლიოთეკაში დაცული წიგნების, დოკუმენტების, პერიოდული გამოცემების, დისერტაციების ელექტრონული ვერსიები.   ელექტრონული ბიბლიოთეკა ლიტერატურის ძიების გამარტივებული გზაა და სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, ელექტრონულად მოიძიონ სხვადასხვა საგნის პედაგოგთა მიერ სილაბუსებში მითითებული ძირითადი და დამხმარე სასწავლო მასალა. ელექტრონული ბიბლიოთეკის კატალოგის დახმარებით ყველა დაინტერესებული პირი მარტივად შეძლებს მისთვის საჭირო ლიტერატურის გაცნობა-შესწავლას. ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზა დამუშავებისა და სრულყოფის პროცესშია, იგი ეტაპობრივად შეივსება და განახლდება.
21.04.2022
ბეჭდვა