სტუდენტთა შეხვედრა ფსიქოთერაპევტ მარინა კაჭარავასთან

 
დღეს, 2 მარტს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტთა ინიციატივითა და დეკანატის მხარდაჭერით ჩატარდა ონლაინ ლექცია თემაზე „ემოცია და მისი მართვა“, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის ფსიქოთერაპევტი ქ-ნი მარინა კაჭარავა უძღვებოდა. ქ-ნი მარინა მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საპატრიარქოსა და თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან და მისი სტუმრობა პირველი არ იყო ჩვენი სასწავლებლის აუდიტორიაში. თემა აქტუალურია და ლექცია ძალზე საინტერესო და ხანგრძლივი გამოვიდა. მომხსენებელმა საუბრის პირველ ნაწილში განიხილა ბაზისული ემოციების შვიდი ტიპი - გაბრაზება, შიში, სევდა, სიხარული, ზიზღი, ინტერესი და გაოცება, ხოლო მეორე ნაწილში - მათი მართვა. ლექციის ბოლოს მსმენელებმა მომხსენებელს დაუსვეს კითხვები და მიიღეს საინტერესო რჩევები.
02.03.2022
ბეჭდვა