სტუმრობა თბილისის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში

ამა წლის 29 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლობა ეწვია თბილისის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლას.  
 
მომხსენებლებმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს გააცნეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქმიანობა, მისია, ისტორია, საგანმანათლებლო პროგრამები და ისაუბრეს სასწავლებლის საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ.
 
29.10.2021
ბეჭდვა