შეხვედრა წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებთან

ამა წლის 27 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თბილისის წმინდა კეთილმსახურ თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან. 

მომხსენებლებმა წარადგინეს პრეზენტაციები. ესაუბრნენ ახალგაზრდებს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქმიანობის, ძირითადი სასწავლო მიმართულებებისა და სასწავლო გარემოს შესახებ. საუბარი ასევე შეეხო საზღვარგარეთ არსებულ უმაღლეს სასწავლებლებს (შამბეზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი (შვეიცარია), შტაინბაისის უნივერსიტეტი (გერმანია), წმინდა სერგი რადონეჟელის სახელობის მართლმადიდებლური თეოლოგიის ინსტიტუტი (საფრანგეთი), ვენის უნივერსიტეტი და სხვ.), რომლებთანაც თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია თანამშრომლობს. 
 
27.10.2021
ბეჭდვა