შეხვედრა ტიუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტთან თანამშრომლობისთვის

 
2021 წლის 15 სექტემბერს დისტანციური შეხვედრა გაიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიისა და  ტიუბინგენის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თსას-ის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ და  ქალბატონმა ნოტაკერმა, რომელიც  ეკლესიის მთავარი მრჩეველია ეკლესიასა და უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით, განიხილეს თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიასა და ტიუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. რექტორმა მოკლედ ისაუბრა საქართველოს პირველი თეოლოგიური სასწავლებლის დღევანდელი  მდგომარეობისა და მისი ისტორიის შესახებ. რექტორის თანაშემწემ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემისა და ინსტიტუციური განვითარების დარგში - თამარ სანიკიძემ ევროპელ კოლეგებს გააცნო ჩვენს სასწავლებელში სწავლების სამივე საფეხურის თავისებურებანი.

შეხვედრაზე განიხილეს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა გაცვლის შესაძლებლობები, კვლევით საქმიანობაში შემდგომი თანამშრომლობის საკითხები. 

გამოითქვა იმედი, რომ მსოფლიო მალე მოახერხებს პანდემიასთან გამკლავებას და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს მიეცემა საშუალება, საქართველოში უმასპინძლოს ქალბატონ ნოტაკერს ჩვენი ქვეყნის უძველესი კულტურის გასაცნობად. 

შეხვედრის ბოლოს ორივე მხარემ აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება სასწავლებლებისათვის; მათ მადლობა გადაუხადეს და წარმატება უსურვეს ერთმანეთს შემდგომ ურთიერთობაში.
 
15.09.2021
ბეჭდვა