მილოცვა

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მისი დაარსების დღიდან დღემდე მოღვაწეობს, ხოლო 26 წელია ამ სასწავლებლის საქართველოს ისტორიის კათედრას ხელმძღვანელობს. ბატონმა სერგომ ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობა საქართველოს ეკლესიის ისტორიის კვლევას მიუძღვნა, ხოლო, როგორც პედაგოგმა, თაობები გაზარდა ეროვნული სულისკვეთებით. იგი წლების განმავლობაში წარმატებით უძღვება საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს. ეკლესიის სამსახურში დაუღალავი გარჯის გამო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ბრძანებით ბატონი სერგო ვარდოსანიძე დაჯილდოებულია საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმ გიორგის ოქროს ორდენით.

დღეს,  3 დეკემბერს, ბატონ სერგოს 65 წელი შეუსრულდა! თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია გულითადად ულოცავს მას იუბილეს და ჯანმრთელობასა და მხნეობას უსურვებს! კვლავაც ნაყოფიერად ეღვაწოს სამშობლოსა და ეკლესიის სამსახურში!
 
03.12.2020
ბეჭდვა