სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

2020 წლის 12 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩატარდა მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.
1. ვახტანგ ქურდაშვილის სამაგისტრო ნაშრომი თემაზე: „წმინდა ბასილი დიდის „მარხვისათვის სიტყუაი-ა“ (წმინდა ეფრემ მცირისეული თარგმანი). 
ჰომილია იმითაა უნიკალური, რომ ქართულ ენაზე არსებობს მისი სამი თარგმანი: წინაათონური, წმ. ეფთვიმე ათონელისა და წმ. ეფრემ მცირისა.
ნაშრომის ხელმძღვანელია ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი მაია რაფავა, ხოლო რეცენზენტი _  თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია. სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელმაც, რეცენზენტმაც და კომისიის წევრებმაც  ნაშრომი დადებითად შეაფასეს.
 
2. რატი სტურუას სამაგისტრო ნაშრომი თემაზე: „წმინდა მარკოზ მონაზონის ასკეტური ეპისტოლის ძველი ქართული თარგმანი“.
მაგისტრანტის მიზანი იყო აღნიშნული ეპისტოლის კრიტიკული ტექსტის დადგენა და მისი ფილოლოგიურ-თეოლოგიური ანალიზი.
 
ნაშრომის ხელმძღვანელია პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგე, ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე, ხოლო რეცენზენტი _  თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია. სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელმაც, რეცენზენტმაც და კომისიის წევრებმაც  ნაშრომი დადებითად შეაფასეს.
 
12.10.2020
ბეჭდვა