საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საპატრიარქო რეზიდენციის ეზოში გამართა

 
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის - ილია II-სათვის თბილისის სასულიერო აკადემიის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ  საპატრიარქო რეზიდენციის ეზოში გამართა. ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, რომელმაც მოკლედ დაახასიათა საქართველოს ეკლესიის მეთაურის ხანგრძლივი, მრავალმხრივი და თავდაუზოგავი ღვაწლი.
 შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შერვაშიძე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.
 
05.10.2020
ბეჭდვა