სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თბილისის სასულიერო აკადემიის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

დღეს, 2020 წლის 5 ოქტომბერს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს - ილია II-ს თბილისის სასულიერო აკადემიის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა, რითაც სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა უწმინდესისა და უნეტარესის მიმართ მადლიერება გამოხატეს მისი მრავალმხრივი დამსახურებისათვის ერისა და ეკლესიის წინაშე.
 
05.10.2020
ბეჭდვა