მზადება ახალი სასწავლო წლისთვის

 
ჩვენს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 2020-2021 სასწავლო წელი თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ დისტანციურ რეჟიმში დაიწყო. ამისათვის სასწავლებელი საგანგებოდ მოემზადა. დისტანციური სწავლების განსახორციელებლად შეირჩა შესაბამისი საგანმანათლებლო პლატფორმა, ხოლო მაიკროსოფტის საქართველოს წარმომადგენლობისა და „აიტი აკადემია სტეპის“ ხელშეწყობით, ელექტრონული პლატფორმისა და დისტანციურად სწავლების მეთოდების ეფექტურად გამოყენების მიზნით, გადამზადდა პედაგოგთა ძირითადი შემადგენლობა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სათანადო ძალისხმევით სწავლების ხარისხი უწინდებურად მაღალი იქნება. 
 
02.10.2020
ბეჭდვა