პროფესორ თეა გოგოტიშვილის საჯარო ლექცია

 
2019 წლის 19 მარტს  ფსიქოლოგიის დოქტორმა, დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის დირექტორმა, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა თეა გოგოტიშვილმა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ოჯახური ძალადობა“.
ლექცია ინფორმაციული და  თანამედროვე კვლევებზე დაფუძნებული იყო. მომხსენებელი შეეხო ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რომლებიც ოჯახური ძალადობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს ეხება, ისაუბრა  ამ  მნიშვნელოვანი და მწვავე პრობლემის  გამომწვევ სოციალურ და ფსიქოლოგიურ ფონზე და დამსწრე საზოგადოებას გააცნო პრობლემის მართვის ის სტრატეგია, ფსიქოლოგებმა რომ შეიმუშავეს. 
ლექციის მეორე ნაწილი ცოცხალი,  ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგებმა და სტუდენტებმა დასვეს საინტერესო შეკითხვები, რაზეც მომხსენებლისგან მიიღეს ამომწურავი პასუხები. ქალბატონმა თეამ მადლობა გადაუხადა აუდიტორიას ყურადღებისა და აღნიშნული საკითხისადმი გამოვლენილი დიდი ინტერესისათვის.
 
19.03.2019
ბეჭდვა