სამაგისტრო ნაშრომის დაცვა



2019 წლის 25 ივნისს, სამშაბათს, 12 საათზე, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა მაგისტრანტ არმაზ ასლამაზაშვილის ნაშრომის: „იოანეს სახარების ავტორთან დაკავშირებული პრობლემატიკა“ (ხელმძღვანელი: თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი; რეცენზენტი: თეოლოგიის, ისტორიის და განათლების მეცნიერებების დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი) დაცვა.
 
სამაგისტრო ნაშრომში მეტად აქტუალური საკითხი, იოანეს სახარების ავტორის ავთენტურობა, არის განხილული. მაგისტრანტმა ფართო სამუშაო აწარმოა. მან მიმოიხილა და შეაფასა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული XIX-XX სს-ში გამოთქმული  მოსაზრებები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საეკლესიო ტრადიციას. ნაშრომში მან იოანეს სახარების ტექსტობრივი მონაცემებისა და მის ავთენტურობასთან  დაკავშირებული უძველესი პატრისტიკული ლიტერატურის საფუძველზე  გააბათილა ზემოხსენებულ მკვლევართა არგუმენტები და ნათლად წარმოაჩინა, რომ იოანეს სახარების ავტორი თავად ეს მახარებელია და არა სხვა  პიროვნება.
 
მოსაზრებები გამოთქვეს: თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა, დეკანოზმა გიორგი გუგუშვილმა, თეოლოგიის, ისტორიისა და განათლების მეცნიერებების დოქტორმა, პროფესორმა, დეკანოზმა ლევან მათეშვილმა, თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ და სხვებმა.
 
სამაგისტრო ნაშრომმა უმაღლესი შეფასება მიიღო.
25.06.2019
ბეჭდვა