ვიზიტი რუსთავის საჯარო სკოლებში

7 თებერვალს რუსთავის 21-ე და 22-ე საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლები: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანაშემწე, ბატონი ვაჟა გიგაური და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე, ბატონი ცოტნე ჩხეიძე. მათ უფროსკლასელებს გააცნეს სასწავლებლის მისია, ისტორია, სტუდენტური ცხოვრება და საბაკალავრო პროგრამები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია არის ავტორიზებული უმაღლესი საღვთისმეტყველო სასწავლებელი, რომელშიც  სუფევს საქმიანი და თბილი გარემო. აქ ასწავლიან კვალიფიციური სპეციალისტები. თსას-ი ზრუნავს თითოეული თავისი სტუდენტის პროფესიული წინსვლის, განვითარებისა და წარმატებისთვის. თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას აქვს პანსიონი სამჯერადი, სრულფასოვანი კვებით. თსას-ში სწავლა და პანსიონში ცხოვრება უფასოა.
07.02.2020
ბეჭდვა