შეხვედრა ქრისტიანული ფსიქოლოგიის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებთან

 
ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ადმინისტრაცია პერიოდულად ხვდება აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რათა გაიგოს მათი თვალთახედვა სწავლების პროცესის ეფექტურობასთან დაკავშირებით. სწავლების მეთოდიკის დასახვეწად სტუდენტებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები ზემოაღნიშნული ფაკულტეტისთვის დიდი მნიშვნელობის შემცველია.
ზემოხსენებული მიზნით 2019 წლის 6 დეკემბერს ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტმა მორიგი შეხვედრა გამართა დამამთავრებელი კურსის სტუდენტებთან. სტუდენტებმა  შეაჯამეს განვლილი სამი წელი, ისაუბრეს სწავლების პროცესზე, მის დადებით მხარეებზე, ხარვეზებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
 
06.12.2019
ბეჭდვა