პირველკურსელების ვიზიტი კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

 
პარასკევს, 15 ნოემბერს, თბილისის სასულიერო სემინარიის პირველკურსელებმა მოინახულეს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და დაათვალიერეს საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტის „უორდროპების საქართველო - ისტორია და დღევანდელობა“ ექსპონატები. საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო მარჯორი და ოლივერ უორდროპების  მიმოწერის ორიგინალები XIX-XX საუკუნის ქართველ მოღვაწეებთან: ილია ჭავჭავაძესთან, ოლღა გურამიშვილთან და სხვებთან, აგრეთვე - მათ მთარგმნელობით საქმიანობასთან დაკავშირებული საარქივო ხელნაწერები, მათ შორის, „ვეფხისტყაოსნის“ ე.წ. წერეთლისეული ნუსხა, „წმინდა ნინოს ცხოვრების“ ჭელიშური რედაქცია.  

სტუდენტებისათვის საინტერესო აღმოჩნდა ზოგადად ხელნაწერის შექმნის ტექნიკასთან დაკავშირებული საილუსტრაციო მასალა და  ხელნაწერთა ცენტრის დაარსების ისტორიაც.

alt
 
18.11.2019
ბეჭდვა