SKYE CLUB-ის წევრობის მსურველთათვის

გახდი SKYE CLUB-ის წევრი!

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბაკურციხე
პატრიარქის ფონდისა და World Vision საქართველოს მიერ 2016-2019 წლებში წარმატებით განხორციელდა SKYE პროგრამა. პროექტი გრძელდება და
ცხადდება მიღება ახალი SKYE (Skills and Knowledge for Youth Economic Empowerment) კლუბების წევრების მიღებაზე!

• SKYE კლუბი არის „ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი“ (SKYE)
• SKYE კლუბების წევრების ასაკი: 16-25 წელი

• SKYE კლუბის ხანგრძლივობა - 12 თვე
 (ოქტომბერი 2019 - სექტემბერი 2020)
• SKYE კლუბის წევრობა უფასოა!
კლუბის შეხვედრებს გაუძღვებიან წინასწარ შერჩეული, შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ლიდერები. კლუბის ფარგლებში შეხვედრები აგებულია ინტერაქტიულ მეთოდებზე და მონაწილეთა მაქსიმალურ ჩართულობაზე. პროგრამა მოიცავს: ლიდერობის, დასაქმების, აქტიური მოქალაქეობის და მეწარმეობის სასწავლო მიზნებს.
SKYE კლუბის შერჩეული წევრები:

• კვირაში ერთხელ წინასწარ გამოყოფილ სივრცეში შეიკრიბებიან და მათთვის მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელებენ;

• მოისმენენ საინტერესო ტრენინგებს მოწვეული სტუმრებისა და SKYE კლუბის ლიდერებისგან;

• დაგეგმავენ სასწავლო მიმართულებების მიხედვით სოციალურ პროექტებს;

• შეხვდებიან სხვადასხვა სფეროს ცნობილ და წარმატებულ ადამიანებს;
• გამართავენ დისკუსია/დებატებს აქტუალურ საკითხებზე;

• ჩაერთვებიან გასვლით ღონისძიებებში და სხვადასხვა სახალისო გუნდური სავარჯიშოების შესრულებაში;

• SKYE კლუბის ლიდერებთან და სხვა მონაწილეებთან ერთად დაგეგმავენ და განხორციელებენ მათთვის საინტერესო სხვა აქტივობებს.

SKYE პროგრამა შემუშავებულია რუმინეთის „New Horizons Foundation“-ის და World Vision Australia-ის მიერ და აგებულია მოხალისეობრივ საწყისებზე. ამჟამად პროგრამა 10 ქვეყანაში მოქმედებს.

განაცხადის შესავსებად გადადით შემდეგ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/1z_VJMBAGNUxAW2Rpe1UJ51uAy4tvCxgORQWBZvcPJ5M/edit
განაცხადები მიიღება 2019 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.
წარმატებები! :)
10.10.2019
ბეჭდვა