2019 წლის სტუდენტთა კონფერენციაში გამარჯვებულთა დაჯილდოება

2019 წლის 15-16 აპრილს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. წარმოდგენილი მოხსენებების თემატიკა მრავალფეროვანი იყო, მოიცავდა თეოლოგიის, ქრისტიანული ხელოვნების, ქართული სასულიერო მწერლობის, ეკლესიის ისტორიის საკითხებს.
 
კონფერენციისთვის მომზადებული მოხსენებები განსაკუთრებული ინტერესით მოისმინეს სტუდენტებმა და  პროფესორ-მასწავლებლებმა. დაისვა თემატური შეკითხვები, გამოითქვა კრიტიკული მოსაზრებებიც. კონფერენციის დასრულების შემდგომ გამოვლინდა ყველაზე საინტერესო და მაღალ აკადემიურ დონეზე შესრულებული  თემები.
 
2019 წლის 22 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ კონფერენციაში მონაწილე და გამარჯვებული მოხსენებების ავტორები დალოცა, მიულოცა წარმატებები სტუდენტებს და მათ სამეცნიერო ხელმძღვანელებს.  მადლობა გადაუხადა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ  ლეილა გეგუჩაძეს კონფერენციის ორგანიზებისთვის. მადლობა გადაუხადა აგრეთვე ფაკულტეტების დეკანებს.  რექტორმა აღნიშნა, რომ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა  სტუდენტებისთვის  ფუნდამენტური დარგობრივი ცოდნის გადაცემას  და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სტუდენტებიც შესაბამისად, მაღალ დონეზე ავლენენ მიღებულ ცოდნას. სასულიერო სასწავლებლისთვის პრიორიტეტია სტუდენტების აქტიური ჩართულობა როგორც სასწავლო პროცესში, ასევე სამეცნიერო საქმიანობაში, უფრო მეტი მეცადინეობა,  მრავალფეროვანი სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობა, რაც ინტელექტის ამაღლებას და ესთეტიკური გემოვნების დახვეწას ემსახურება. სასულიერო აკადემია და სემინარია არის ეკლესიის ნაწილი, სადაც ურთიერთპატივსაცემი და თბილი გარემოა, სადაც ერთიანდება ცოდნა და  სულიერება. ამ სასწავლებლის სტუდენტების წარმატება  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია საქართველოს ეკლესიის მომავლისათვის.
 
კონფერენციის ყველა გამარჯვებული რექტორმა მამა გიორგი ზვიადაძემ პირადად დააჯილდოვა და  გადასცა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო  გამოცემები: „გრაგნილი“ და  „თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საკონფერენციო მოხსენებათა კრებული“.
 
კონფერენციაზე წარმოდგენილი საუკეთესო მოხსენებებია:
 
პლენარული სხდომიდან:
 
თევდორე გოგოლაძე   (აკადემიის   II   კ.)   –   „წმიდა   არს“-ის   გალობის ლიტურგიაში დამკვიდრების გზა და მისი დანიშნულება (ხელმ. დოქტორანტი გიორგი მეტრეველი);
რატი ბიგანიშვილი    (სემინარიის    IV    კ.)    –    სუიციდის    ფენომენი    და ქრისტიანობა (ხელმ. დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი);
გენო ტლაშაძე      (სემინარიის   II   კ.)   –   ქრისტიანული   ღვთისმსახურება მოციქულებრივ  მამათა  შრომების  მიხედვით            (ხელმ.  დოქტორანტი  გიორგი ჯულაყიძე);
კონსტანტინე მაჭავარიანი  (სემინარიის  I  კ.)  –  ღადარინელი  ეშმაკეულის განკურნება  ეკლესიის  მამათა  განმარტებების  მიხედვით  (ხელმ.  დეკანოზი გიორგი გუგუშვილი);
თორნიკე გოგიჩაიშვილი    (სემინარიის    I    კ.)    –    ქართველების    როლი ჯვაროსნულ ომებში (ხელმ. პროფ. სერგო ვარდოსანიძე).
 
 
                                                                               სექციური მუშაობის მონაწილეები:
 
 
 
                                                                      დოგმატიკისა და ლიტურგიკის სექციიდან:
 
სექციის ხელმძღვანელი არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი
 
გიორგი თოთლაძე   (სემინარიის   III   კ.)   –   ეკლესიის   მამათა   სწავლება დაცემული  ანგელოზების  შესახებ                                    (ხელმ.  თეოლოგიის  დოქტორი  ირაკლი ორჟონია);
თორნიკე გოგინაშვილი  (აკადემიის I კ.) – ანგელოზი, როგორც ინტელექტი, თეოლოგიური   და   ფილოსოფიური   პერსპექტივიდან   (ხელმ.   თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია);
კახაბერ ნურაშვილი  (სემინარიის III კ.) – საეკლესიო გადმოცემანი წმინდა მოციქულების  –  პეტრესა  და  პავლეს  მოწამეობრივი  აღსასრულის  შესახებ (ხელმ. დოქტორანტი გიორგი თოდუა).
                                                    ბიბლეისტიკისა და საქართველოს ისტორიის სექციიდან:
 
სექციის ხელმძღვანელი დეკანოზი გიორგი გუგუშვილი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი
 
1.ჯუბა  (გაბრიელ)  თომაძე    (სემინარიის  II  კ.)  –  სულიწმინდის  შესახებ სწავლება იოანეს სახარების მიხედვით                                            (ხელმ.  დეკანოზი არჩილ ხაჩიძე):
 
ლუკა ჩანადირი  (სემინარიის  II  კ.)  –    რელიგიები  საქართველოში  (ხელმ. პროფ. სერგო ვარდოსანიძე);
როლანდ ლომთათიძე    (სემინარიის  I  კ.)  –  ახალი  აღთქმის    წიგნთა ქართულად თარგმნის ისტორიიდან                                               (ხელმ. დეკანოზი გიორგი გუგუშვილი);
 
 
                             ლიტერატურის,  ხელოვნებათმცოდნეობისა და ფსიქოლოგიის სექციიდან:  
 
სექციის ხელმძღვანელი ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი, პროფ. ლელა ხაჩიძე
 
გვანცა კარელიძე,   შოთა   თეთრაძე   (ქრისტ.  ფსიქოლოგიის  ფაკ.  III  კ.)  –  წმ. კონსტანტი კახი ძველ ქართულ წერილობით წყაროებში (ხელმ. ფილოლოგიის მეცნ.დოქტორი, პროფ. ლელა ხაჩიძე).
გენო ტლაშაძე    (სემინარიის  II  კ.)  –    მთის  რელიგიური  წეს-ჩვეულებები  (ვაჟა-ფშაველა და თანამედროვე მეცნიერული კვლევა), (ხელმ.  ფილოლოგიის დოქტორი თამთა ფარულავა);
მარიამ გოგალაძე  (ქრისტ.  ფსიქოლოგიის  ფაკ.  I  კ.)  –  ხალხთან  ურთიერთობის ფსიქოლოგიური      მექანიზმი      აკაკი      წერეთლის      პუბლიცისტიკაში      (ხელმ.ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა მემანიშვილი-კალანდარიშვილი);
 გიორგი ერქვანიძე    (სემინარიის  II  კ.)  –  თავგანწირვის  პარადიგმები                                                                                                                   (ხელმ. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამარ ნუცუბიძე);
 
22.05.2019
ბეჭდვა