პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია სექციური მუშაობა

დღეს, 14 მაისს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაგრძელდა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია შემდეგი  სექციებით:
ღვთისმეტყველების (სექციის ხელმძღვანელი – დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი).
ისტორიისა და არქიტექტურის (სექციის ხელმძღვანელი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელდარ ბუბულაშვილი).
ენისა და ლიტერატურის (სექციის ხელმძღვანელი – ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა მემანიშვილი).
ბიბლეისტიკისა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის (სექციის ხელმძღვანელი – თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი).
ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის (სექციის ხელმძღვანელი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იური მოსიძე).
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები   ფართო სპექტრის თემატიკით გამოირჩეოდა. თემების უმრავლესობა   სასულიერო აკადემიის პროფესორ- მასწავლებელთა სამეცნიერო კვლევების შედეგების პრეზენტაციებს წარმოადგენდა.
 
თითოეული სექციის მუშაობა შეაჯამეს სექციის ხელმძღვანელებმა, გამოიკვეთა წარმოდგენილი საკითხების აქტუალურობა, დაისვა შეკითხვები და  დაისახა მომავალი კონფერენციის პერსპექტივები. კონფერენციის მოხსენებები მომზადდება პუბლიკაციისთვის, რაც ტრადიციისამებრ გამოქვეყნდება თბილისის  სასულიერო აკადემიის შრომების კრებულში.
14.05.2019
ბეჭდვა