საჯარო ლექცია — „წიგნი და ინტერნეტი“

12 ნოემბერს თბილისის სასულიერი აკადემიასა და სემინარიაში საჯარო ლექცია წაიკითხა მწერალმა დათო ტურაშვილმა. ლექციის თემა იყო „წიგნი და ინტერნეტი.“ 

სტუმარმა ისაუბრა ინტერნეტის დადებით და უარყოფით მხარეებზე, შეეხო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ინტერნეტის დღეს უკვე გარდაუვალ საჭიროებას. მოიყვანა მაგალითები ისტორიიდან, თუ როგორ უჭირდა კაცობრიობას ყოველი მნიშვნელოვანი სიახლის მიღება, არადა, იმ სიახლეებს წინსვლა მოჰქონდათ. ინტერნეტმაც ბევრი რამ გააიოლა, თუმცა წიგნის ალტერნატივად მას ვერასოდეს განვიხილავთ. ინტერნეტით სწრაფადაა ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოძიება, მაგრამ ის არ ავითარებს აზროვნებას. აზროვნებას, კრიტიკული განსჯისა და ანალიზის უნარს მხოლოდ წიგნის კითხვა ავითარებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სასწავლებლის სტუდენტები და პედაგოგები.
alt

12.11.2026
ბეჭდვა