საინფორმაციო შეხვედრა საზოგადოებრივი მოძრაობა „დავითიანნის“ წარმომადგენლებთან

 
6 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სტუდენტთა საინფორმაციო შეხვედრა საზოგადოებრივი მოძრაობა „დავითიანნის“ წარმომადგენლებთან. ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებისთვის ახალი საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადის — „გაიცანი აფხაზეთი — დაიცავი მემკვიდრეობა“ — პროექტის წარდგენა.
 
სტუმრებმა — „დავითიანნის“ ხელმძღვანელმა კოტე სვანაძემ, ნიკოლოზ ცხომელიძემ და ანა მირიანაშვილმა — ჩვენი სასწავლებლის სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ოლიმპიადის შესახებ და მოუწოდეს, მიიღონ მასში მონაწილეობა.
 
​როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა „დავითიანნის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათ მიზნად აქვთ პროექტში ჩართონ მთელი ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლები. პროექტი ემსახურება ახალგაზრდებში აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის, ისტორიული მეხსიერების გაძლიერებისა და ეროვნული თვითშეგნების ამაღლების საქმეს.
 
​პროექტს მხარს უჭერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულ მოძრაობა „დავითიანნსა“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის პირობებით მხარეები თანხმდებიან ერთობლივი საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერას.
 
​ოლიმპიადაზე გამარჯვებულთათვის დაწესებულია ჯილდოები.
alt
06.11.2026
ბეჭდვა