სტუდენტური ღონისძიება პატრიარქის ხსოვნას მიეძღვნა

20 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის პედაგოგმა, თამარ ნუცუბიძემ, სტუდენტებთან ერთად გამართა ღონისძიება, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. მონაწილეებმა წაიკითხეს საკუთარი ლექსები, წერილები, მცირე ჩანახატები, რომელთა ადრესატი და თემა პატრიარქი და მისი ნაღვაწი იყო. შეხვედრას სტუდენტთა გალობა და სიმღერაც ამშვენებდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სასულიერო სემინარიის, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის, ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტები: მონაზონი გაბრიელ კოპაძე, მირანდა ჭიაბერაშვილი, ლაშა ბოდაველი, ილია მელუა, ანა გობეჯიშვილი, თორნიკე ნაროზაული, ელისაბედ მერკვილიშვილი. წარმოდგენას უძღვებოდა ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი ფოტინე გუნია.

შეხვედრის ბოლოს რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორს, თამარ ნუცუბიძესა და მონაწილე სტუდენტებს.
alt alt
alt alt
alt alt
alt

20.10.2026
ბეჭდვა