აღნიშნულ საბაკალავრო პროგრამაზე მოქმედი სასულიერო
პირები ჩაირიცხებიან დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად - ერთიანი
ეროვნული გამოცდების მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო
ქულისა და სასწავლებლის მიერ დადგენილი, შიდა გამოცდების წარმატებით
დაძლევის ამსხველი ქულების ჯამის საფუძველზე. ჩარიცხული სასულიერო
პირები შეძლებენ პროგრამით დადგენილი 275 კრედიტიდან, ელექტრონული
ფორმატით, დისტანციურად, ისწავლონ 60 კრედიტის შესატყვისი სასწავლო
კომპონენტი (ერთი სასწავლო წლის განმავლობაში), ხოლო შუალედური და
დასკვნითი გამოცდები ჩააბარონ თბილისის სასულიერო აკადემიასა და
სემინარიაში.
მიღებული გადაწყვეტილება ასევე გავრცელდება იმ
სასულიერო პირებზეც, რომლებიც დარეგისტრირდნენ 2026 წლის ერთიან
ეროვნულ გამოცდებზე და წარმატებით შეძლეს ქართული ენისა და
ლიტერატურის გამოცდის ჩაბარება.
დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით,
მსურველებთან საორიენტაციო შეხვედრები დაიგეგმება 2026 წლის 14
სექტემბრიდან. შეხვედრების განრიგი გამოქვეყნდება სასწავლებლის
ოფიციალურ ვებგვერდზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია „უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 47⁴ მუხლის მე-5 პუნქტისა და
„სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური
სფეროების ჩამონათვალის, აგრეთვე, უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამების კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის, რომელთა ფარგლებშიც
ელექტრონული სწავლება იქნება დაშვებული, დამტკიცების შესახებ“
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის
ბრძანების საფუძველზე.
