საველე პრაქტიკა ქართლში

ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები და პედაგოგები საველე პრაქტიკისათვის  ქართლში იმყოფებოდნენ. მათ ღია ლექციები ჩაუტარდათ VI საუკუნის ურბნისის ბაზილიკისა  და ძეგლის რესტავრაციის შესახებ.

ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში (XII – XIII ს.) ისაუბრეს ტაძრის ისტორიის და მისი უნიკალური მხატვრობის შესახებ. სტუდენტებისათვის ეს დღე სასრგებლო და, ამავე დროს, სახალისოც აღმოჩნდა. ლექციების შემდეგ გამართულ ტრაპეზს სტუდენტთა სიმღერა ამშვენებდა.

11.06.2026
ბეჭდვა