პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია - დღე მეორე

თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში კვლავაც გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ისადმი მიძღვნილი პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია.
22 მაისს კონფერენციის ფარგლებში მუშაობა განაგრძო საეკლესიო სამართლის, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და ხელოვნებათმცოდნეობის სექციებმა.მონაწილეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი და აქტუალური სამეცნიერო მოხსენებები, რომლებიც შეეხებოდა ქართული სასულიერო და საერო მწერლობის, ენათმეცნიერების, ეკლესიის ისტორიისა და სამართლის, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის, საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებს.
საეკლესიო სამართლის სექციას ხელმძღვანელობდა ეკლესიის ისტორიის, პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის თანაშემწე, ბატონი თორნიკე მამნიაშვილი. სხდომაზე მოხსენებებით წარდგნენ:  
1. დოქტორანტი თორნიკე მამნიაშვილი - ეკლესიის მმართველობის მოწყობა და განვითარება (მოციქულთა ხანიდან პენტარქიამდე)
2.დოქტორანტი, მორჩილი ირაკლი გუნიავა - ეკლესიის ქონებრივ უფლებათა კანონიკური საფუძვლები და პრინციპები  
 
ისტორიის სექციას თავმჯდომარეობდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ელდარ ბუბულაშვილი. სხდომაზე მოხსენებებით წარდგნენ:
1.ისტორიისა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი -  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ აღდგენილი ეპარქიების საკითხისათვის
2.ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელდარ ბუბულაშვილი - საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და ქართული პრესა
3.ისტორიის დოქტორი ნინო თომაძე - მარა ბრანკოვიჩის ღვაწლის შესახებ
 
ენისა და ლიტერატურის სექციას თავმჯდომარეობდა ფილოლოგიის დოქტორი თამთა ფარულავა. მოხსენებები წაიკითხეს:
1.ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, რუსუდან ასათიანმა - მარკირების მიმართება და ღმერთის იდეა  
2.ფილოლოგიის დოქტორმა, ლალი ხუჭუამ- საეკლესიო ტერმინების ასახვა ქართულ ტერმინთბანკში
3. ფილოლოგიის დოქტორმა თამთა ფარულავამ - ქართული პუბლიცისტური აზრის ერთი საკითხისათვის
4. ფილოლოგიის დოქტორმა ხათუნა კალანდარიშვილმა - აღდგომის მნიშვნელობის გააზრებისათვის აკაკი წერეთლის ლირიკაში
 
 ხელოვნებათმცოდნეობის სექციას თავმჯდომარეობდა ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათდრის ხელმძღვანელი, ქალბატონი რუსუდან ვაშალომიძე. სხდომაზე მოხსენებებით წარდგნენ:
1.ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნინო ჩიჩილიძე - პარიზის სულიწმინდის სახელობის ტაძრის არქიტექტურა
2.რუსუდან ვაშალომიძე - მონაზონ ზოილეს (მხატვარ იდა თვარაძის) შემოქმედება (ეროვნული გალერეის გამოფენის მიხედვით)  
3.გეოლოგიის  დოქტორი, პროფესორი მურად ტყემალაძე - სამხატვრო  და  სამშენებლო   მასალების  დაზიანების  მიზეზები და სახეები
სექციების მუშაობას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, რომელთა აქტიური მონაწილეობითაც გაიმართა მეტად საინტერესო პროფესიული დისკუსიები.
alt alt alt

alt alt
22.05.2026
ბეჭდვა