სასულიერო სემინარიის, ქრისტიანული ფსიქოლოგიისა და ქრისტიანული
ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტების სტუდენტებმა მოილოცეს ბაგრატის
ტაძარი, გელათისა და მოწამეთას მონასტრები და ქუთაისის წმ. გიორგის
ეკლესია.
გზად ქუთაისისკენ ექსკურსანტებმა მოილოცეს, ასევე, უბისის
მონასტერი და დაათვალიერეს უბისის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის
უნიკალური კედლის მხატვრობა.
წინასწარ მომზადებული მასალის საფუძველზე რამდენიმე
სტუდენტი მეგობრებს ესაუბრა ზემოხსენებული კულტურული ძეგლების
ისტორიის, ხუროთმოძღვრებისა და კედლის მხატვრობის
შესახებ.
სტუმრებს გელათში საგანგებოდ დახვდა ქუთაისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის დოქტორი, ლაშა დეისაძე-შარვაშიძე,
რომელმაც კიდევ უფრო ღრმად გააცნო სტუდენტებს ქუთაის-გაენათის
ეპარქიის ისტორია და მისი ღირსშესანიშნაობანი.
წმ. გიორგის ტაძრის მოლოცვის შემდეგ ტაძრის მღვდელმსახური,
დეკანოზი გიორგი ჟორჟოლიანი, სტუდენტებს ესაუბრა სასულიერო განათლების
მნიშვნელობის შესახებ.
ექსკურსია ტრაპეზით დასრულდა.
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ხშირად იმართება
ასეთი სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიებები, როგორც საგანმანათლებლო
პროცესის შემადგენელი ნაწილი.
