მომხსენებელმა გააანალიზა ლუკასა და მათეს სახარებებში
წარმოდგენილი შობის ეპიზოდები, ყურადღება გაამახვილა თითოეული
მონაკვეთის შინაარსობრივ და სიმბოლურ მნიშვნელობებზე. აღსანიშნავია,
რომ ილია მელუამ საკითხი შეისწავლა არა მხოლოდ ბიბლიური ტექსტებისა და
მათი ეგზეგეზის საფუძველზე, არამედ ქართულად ნათარგმნი ჰომილეტიკური
და დოგმატური ხასიათის ძეგლების ანალიზისა და ურთიერთშედარების
გზით.
სემინარის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია. დამსწრეებმა
დასვეს როგორც თეოლოგიური, ისე ტექსტოლოგიური ხასიათის შეკითხვები,
რომლებსაც ილია მელუამ ამომწურავად და დამაჯერებლად უპასუხა.
მოხსენება დადებითად შეაფასეს ბიბლეისტიკის კათედრის გამგემ,
დეკანოზმა გიორგი გუგუშვილმა და ფილოლოგიის დოქტორმა ქეთევან
გვაზავამ. მათი შეფასებით, სტუდენტმა წარმოაჩინა როგორც წყაროთა
საფუძვლიანი ცოდნა, ისე ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარები.
სემინარი გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური დონით და კიდევ ერთხელ
დაადასტურა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები განსაკუთრებულად
მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის როგორც თეოლოგიური ცოდნის სრულყოფის,
ისე მსჯელობის, ანალიზისა და შეფასების უნარ-ჩვევათა განვითარების
თვალსაზრისით.


