შემეცნებითი ხასიათის ყოველკვირეული სემინარი


მიმდინარე წლის 1 აპრილს, ბიბლეისტიკის კათედრის ორგანიზებით,  ჩატარდა შემეცნებითი ხასიათის ყოველკვირეული სემინარი, რომელზეც მოხსენებით წარდგა სასულიერო სემინარის I კურსის სტუდენტი - ნიკოლოზ გოგოლაძე. მან წაიკითხა მოხსენება თემაზე: „იესო ქრისტეს გამოცდა უდაბნოში (მთ. 4.1-11/მრკ. 1.12-13/ლკ. 4.1-14 მონაკვეთების ძირითადი განმარტებანი)“ (ხელმძღვანელი: დეკანოზი გიორგი გუგუშვილი, თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი, პროფესორი).
სემინარს უძღვებოდა ბიბლეისტიკის კათედრის დოქტორანტი, ახალი აღთქმის პედაგოგი - რევაზ მუჯირიშვილი.
სტუდენტმა მოიძია აღნიშნულ სახარებისეულ ეპიზოდებთან დაკავშირებული ცალკეული განმარტებანი, საგულდაგულოდ  დაამუშავა ისინი და საინტერესოდ წარმოადგინა.
სემინარს ესწრებოდნენ: სასულიერო სემინარიის პედაგოგები და სტუდენტები.
მომხსენებელმა დასმულ კითხვებს დამაჯერებლად უპასუხა
alt
02.04.2026
ბეჭდვა