მოხსენების ფარგლებში მამა ბიძინამ განიხილა ადამიანთა ხსნის
საღმრთო განგებულებასთან დაკავშირებული რამდენიმე არსებითი
მნიშვნელობის მქონე საკითხი, კერძოდ: სიცოცხლის საზრისის
მართლმადიდებლური გააზრება; საზოგადო და პირადი ლოცვის მნიშვნელობა;
დროისა და სივრცის მოდელირების მართლმადიდებლური კონცეფცია;
საღვთისმსახურო ქმედებათა სულიერი მნიშვნელობა; ჰიმნოგრაფიული
ტექსტების საღვთისმეტყველო ანალიზი; ღვთისმსახურებაში მონაწილეობით
მორწმუნეთათვის მოსალოდნელი შედეგები.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.


