საინფორმაციო შეხვედრა „მე, ოჯახი, სახელმწიფო“

ა. წ. 20 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარესთან, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ თამარ ჩიბურდანიძე-ლომთათიძესთან. ქ-ნმა თამარმა ისაუბრა ახალგაზრდული სააგენტოს საქმიანობის შესახებ, აღნიშნა, რომ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის - „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“ - ფარგლებში, სააგენტოს მხარდაჭერითა და ქალაქ თბილისის მერიის თანადაფინანსებით, დემოგრაფიული აღორძინების ფონდი ახორციელებს ახალგაზრდულ პროექტს - „მე, ოჯახი, სახელმწიფო“. აღსანიშნავია, რომ პროექტი, საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების გარდა, ითვალისწინებს მათში მონაწილე ახალგაზრდების, სურვილისამებრ, სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფასაც.  
მიმდინარე წლის 12 ნოემბერს გაიმართა აღნიშნული პროექტის საჯარო პრეზენტაცია. ამჟამად კი მიმდინარეობს პროექტის განხორციელების მეორე ეტაპი, რომელშიც ჩართულია თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში გაიმართა ფონდის ხელმძღვანელების საინფორმაციო შეხვედრა სასწავლებლის სტუდენტებთან. შეხვედრა, პროექტის ფორმატიდან გამომდინარე, უშუალო/არაოფიციალურ გარემოში მიმდინარეობდა. ქალბატონმა თამარმა ისაუბრა პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპის მიზნებსა და ამოცანებზე, დაწესებულ ნომინაციებზე და სხვა. პროექტის პრეზენტაციის შემდეგ მომხსენებელმა დეტალური პასუხი გასცა სტუდენტთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 20 ნოემბერიდან 7 დეკემბერის ჩათვლით შეხვედრები გაიმართება თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში, ხოლო 8 დეკემბრიდან 12 დეკემბერის ჩათვლით - საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებში. შეხვედრებს გამართავს პროექტის ავტორი, ქ-ნი თამარ ჩიბურდანიძე-ლომთათიძე.
alt
20.11.2025
ბეჭდვა