ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები ბეთანიასა და მანგლისში

   თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კურთხევითა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანატის ორგანიზებით, სტუდენტებს გასვლითი ხასიათის ლექცია-სემინარი ბეთანიისა და მანგლისის რამდენიმე მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიული ლოკაციაზე ჩაუტარდათ. კერძოდ, სტუდენტებმა მოინახულეს და შეისწავლეს ბეთანიის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი (XII – XIII სს.) და მანგლისის სიონი ( V - XI სს.).  
   ტაძრების ისტორიის, არქიტექტურისა და კედლის მხატვრობის შესახებ სტუდენტებს ლექცია ჩაუტარეს ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა რუსუდან ვაშალომიძემ და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, ქალბატონმა მარიამ დიდებულიძემ.
   მომავალი ხელოვნებათმცოდნეებისთვის ბუნებრივ გარემოში ძეგლის  გაცნობა, მისი შესწავლა-ანალიზი  უდიდესი სასწავლო და შემეცნებითი დანიშნულების მატარებელია და, შესაბამისად, თსასის საგანმანათლებლო პროცესის განუყოფელი ნაწილიც.
alt
03.11.2025
ბეჭდვა