საჯარო ლექცია

16 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: ,,წარმატების მიღწევის საიდუმლო“. მომხსენებელი - ფსიქოთერაპევტი, სამოტივაციო სპიკერი, ტრენერი ლალი ბადრიძე.
რა არის წარმატების მიღწევის ნამდვილი საიდუმლო? რა ფაქტორები განასხვავებს წარმატებულ ადამიანებს დანარჩენებისგან? როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ცოდნა ჩვენს ცხოვრებაში?- ეს გახლდათ კითხვები, რომლებსაც ამომწურავად გაეცა პასუხი მოხსენების ფარგლებში. 

ქალბატონმა ლალიმ ისაუბრა წარმატების მიღწევის უმნიშვნელოვანეს პრინციპებზე და განსაზღვრა პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებიც ადამიანს ეხმარება მიზნის მიღწევაში. ლექციის დასასრულს მომხსენებელმა წარმატებული ადამიანების რეალური ისტორიები გააცნო მსმენელებს და მათი გამოცდილებიდან მიღებული შედეგები განაზოგადა.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
მოხსენებამ მსმენელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. დაისვა საინტერესო კითხვები, რომლებსაც ქ-ნმა ლალიმ ამომწურავად უპასუხა.
19.10.2025
ბეჭდვა